ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების...

chaquchi

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანგარიში სასამართლო თემატიკასაც შეეხო

გამოქვეყნებულია: 10/12/2013

2013 წლის 10 დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშის ნაწილი დაეთმო სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე მოვლენებს.

ანგარიშში მკაცრადაა გაკრიტიკებული კანონპროექტი მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი კომისიის შესახებ. OECD -ს აზრით, კანონდარღვევის არსებობის შემთხვევაში ის უნდა აღმოიფხვრას, თუმცა ეს უნდა მოხდეს ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტალური პრინციპისა და კანონის უზენაესობის დაცვით. ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ არსებული კანონმდებლობა ისედაც იძლევა ახლადაღმოჩენილი გარემოებების ან სხვა საფუძველზე განსაკუთრებული განხილვის შესაძლებლობას.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში ასევე გაკრიტიკებულია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნამდე გამოსაცდელი ვადით დანიშვნის პროცედურა და ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, რომ უვადოდ დანიშვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზეც უნდა გავრცელდეს.

„რეკომენდირებულია, პირდაპირ კანონით იქნას გათვალისწინებული, რომ უკვე დანიშნულ მოსამართლეებს არ დასჭირდეთ ხელახალი დანიშვნის პროცედურის გავლა, რადგან ეს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას“ - ნათქვამია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

პრეზენტაციას საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi