კონსტანტინე კუბლაშვილი თომას ჰამერბერგს...

hamerbergi

კონსტანტინე კუბლაშვილი თომას ჰამერბერგს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 05/12/2013

2013 წლის 5 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა საკონსტიტუციო, სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამერბერგმა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შესახებ ისაუბრეს. როგორც კონსტანტინე კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იგი ყოველთვის დიდი სიამოვნებით ხვდება თომას ჰამერბერგს. „მსგავსი ტიპის შეხვედრები ყოველთვის საჭირო და აუცილებელია, რადგან ქვეყნისა და სისტემის მთავარმა პარტნიორებმა ევროკავშირმა, ევროსაბჭომ, ასევე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა იცოდნენ ის რეალობა, რაც დღეს სასამართლო სისტემაში არსებობს. ასევე საინტერესო იქნება პარტნიორებისგან რჩევების მოსმენა“- განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, იგი მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის საკითხსაც შეეხო. კონსტანტინე კუბლაშვილის შეფასებით, აღნიშნული საკითხი სასამართლო სისტემისა და კონკრეტული მოსამართლეების დამოუკიდებლობისათვის ძალიან ბევრ რისკებსა და საფრთხეებს შეიცავს, მითუმეტეს, თუ მას მონიტორინგის სისტემა დაემატა, „საუბარი იქნება კონსტიტუციის დონეზე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის შესაბამისი პირობების შექმნაზე. მოსამართლეებს უფრო მეტი თავისუფლება უნდა მიეცეთ და არ იყვნენ შეზღუდულები სამწლიანი ვადით", - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი თომას ჰამერბერგმაც გააკეთა. მისი განცხადებით, თუ პოლიცია, პენიტენციური სისტემა და სასამართლო მართებულად არ იმუშავებს, ადამიანის უფლებების სფერო ვერ იქნება გამართული. 

მისივე თქმით, უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარესთან საუბარი ასევე შეეხო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის ვაკანსიას. 

თომას ჰამერბერგმა იმედი გამოთქვა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აღნიშნული ორი წევრის დანიშვნის შემდეგ სისტემა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi