დაინიშნა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო...

დაინიშნა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა

დაინიშნა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა

გამოქვეყნებულია: 28/02/2011


საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2011 წლის 1 მარტიდან
16 მარტის ჩათვლით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში,
10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება 13 დან 14 საათამდე).

საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) ჩატარდება 2011 წლის 26 მარტს,

ხოლო მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა) – 2011 წლის 2 აპრილს.

გამოცდა ჩატარდება სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის და საერთო სპეციალიზაციით.

გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად გამოსაცდელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და მოწმობის ასლი;
ბ) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი, ნიშნების ფურცელი) დედანი და ასლი;
გ) ავტობიოგრაფია;
დ) ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომით 3X4).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს

მის.: თბილისი, ბოჭორმის ქ. #12.
ტელ.: 27 31 00 + შიდა 111, 128 ან 130 ტელ./ფაქსი.: 27 31 09

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi