უზენაეს სასამართლოში სამართლის სკოლის პირველ...

skola

უზენაეს სასამართლოში სამართლის სკოლის პირველ გამოშვებასთან დაკავშირებით ოფიციალური მიღება გაიმართება

გამოქვეყნებულია: 02/12/2013

2013 წლის 30 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პირველ გამოშვებასთან დაკავშირებული ოფიციალური მიღება გაიმართა. 

მიღება გახსნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ბატონმა კონსტანტინე კუბლაშვილმა. დამსწრე სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ბატონმა ფილიპ დიმიტროვმა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯმდომარე ბატონმა გიორგი პაპუაშვილმა, თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა კახა ბენდუქიძემ.

სამართლის სკოლის პირველი გამოშვების 17 კურსდამთავრებულს გადაეცათ დიპლომები და საჩუქრები. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ერთ-ერთი სტუდენტი დააჯილდოვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. 

ოფიციალურ მიღებაზე მოწვეულები იყვნენ მოსამართლეები, ქართველი და უცხოელი ადვოკატები, იურისტები, დიპლომატები, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi