უზენაეს სასამართლოში მედიაციის...

mediacia

უზენაეს სასამართლოში მედიაციის პროცესებისთვის განკუთვნილი დარბაზების პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 14/11/2013

2013 წლის 14 ნოემბერს, უზენაეს სასამართლოში მედიის წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გაიმართა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს მედიაციის ინსტიტუტის ამოქმედებასთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაცია გააცნო.

ქართულ სამართლებრივ სივრცეში მედიაციის ამოქმედების ინიციატორი სასამართლო ხელისუფლება გახლდათ. მედიაცია ეს არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაჭრას. 

მედიატორი არის ნეიტრალური, დამოუკიდებელი და სათანადო უნარებით აღჭურვილი ადამიანი, რომლის ამოცანაა, დაეხმაროს მოდავე მხარეებს დიალოგის წარმართვასა და მათთვის მისაღები, ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში.

მედიაციის ინსტიტუტის განვითარების მიზნით, სასამართლო ხელისუფლება უკვე ორი წელია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. პროცესში აქტიურად არიან ჩართულები : საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თბილისის საქალაქო სასამართლო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, UშAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი, იუსტიციის უმაღლესი სკოლა. 

სპეციალური კონკურსის საფუძველზე შეირჩა 16 პიროვნება, რომლებმაც გაიარეს ინტენსიური მომზადების ტრენინგები, სადაც მოწვეულები იყვნენ საერთაშორისო კლასის ბრიტანელი, ამერიკელი, გერმანელი და ჰოლადიელი ექსპერტები.

მედიაციისთვის გამოყოფილია სპეციალური ოთახები თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც დეკემბრის დასაწყისიდან გაიმართება მედიაციის პროცესები. მომავალში მედიაციისთვის ასევე გამოიყოფა სამუშაო სივრცე „მართლმსაჯულების სახლში“, რომლის პრეზენტაცია მომავალ წელს არის დაგეგმილი. 

14 ნოემბერს უზენაეს სასამართლოში იმ ოთახების პრეზენტაცია გაიმართა, სადაც მედიატორებს შესაძლებლობა ექნებათ საქმეთა სიმრავლიდან გამომდინარე, ასევე ჩაატარონ მედიაციის პროცესები. მედიატორებს კონკრეტულ საქმეს მხარეთა შეთანხმებით მოსამართლე უგზავნის. მედიაციის ინსტიტუტის ამოქმედებით მოხდება სასამართლოს განტვირთვა იმ კონკრეტული საქმეებისგან, რომლებიც კანონის თანახმად, მედიატორების განხილვას დაექვემდებარება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi