საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1965 წლიდან...

logo

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1965 წლიდან გამოტანილი გადაწყვეტილებები ელექტრონულ ფორმატში

გამოქვეყნებულია: 07/10/2013

საქართველოს უზენაესი სასამართლო აახლებს გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამაში არსებულ მონაცემებს. კერძოდ, დასკანერდა და არქივის პროგრამაში აიტვირთა 1965-1971 წლებში უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. დაინტერესებულ პირებს უკვე საშუალება აქვთ უზენაესი სასამართლოს ვებ.გვერდზე (www.supremecourt.ge) სპეციალური საძიებო პროგრამის მეშვეობით მოიძიონ 1965 წლიდან 2005 წლამდე უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები.

უზენაესი სასამართლოს ვებ.გვერდი დაინტერესებულ პირებს ასევე საშუალებას აძლევს მოიძიონ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები 2000 წლიდან 2013 წლის ჩათვლით, როგორც სისხლის, ასევე, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებზე. 

გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამის გამოყენება მარტივია, პროგრამაში შესვლის შემდეგ შეგიძლიათ გაეცნოთ მოკლე ანოტაციას პროგრამის მოხმარების შესახებ და მოიძიოთ როგორც დაარქივებული, ასევე მიმდინარე, უახლესი გადაწყვეტილებები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi