სასამართლო ხელისუფლება მოსამართლეთა...

brifingi

სასამართლო ხელისუფლება მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნას ეწინააღმდეგება

გამოქვეყნებულია: 07/10/2013

სასამართლო ხელისუფლება და იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნას სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს

ამის შესახებ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა; „მსურს, სასამართლო ხელისუფლებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახელით გამოვეხმაურო პარლამენტის მიერ მიღებულ იმ კანონს, რომელიც მოსამართლეების სამი წლით გამოსაცდელი ვადით დანიშნვას ადგენს. ეს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის მოსამართლეთა დამოუკიდებლობას. პარლამენტმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება და მოსამართლეები, რომლებიც დღეს ათი წლის ვადით არიან დანიშნულები, თუკი ისინი ისევ დაინიშნებიან, მათი გადანიშვნაც სამი წლის გამოსაცდელი ვადით მოხდება. სრულიად უსაფუძვლო და გაუმართლებელია ქმედება,სამი წლით დანიშნო მოსამართლე, რომელიც ათი წლის მანძილზე ახორციელებდა მართლმსაჯულებას. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს მოსამართლის დამოუკიდებლობას“.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო ხელისუფლება მზად არის მიიღოს მონაწილეობა იმ კრიტერიუმების დადგენაში, რომლის მიხედვითაც განხორციელდება გამოსაცდელი ვადის პერიოდში მოსამართლეთა მონიტორინგი. 

„წინა ხელისუფლების შეცდომა იყო, როცა დაუშვა გამოსაცდელი ვადის გამოყენების შესაძლებლობა, ხოლო დღევანდელმა პარლამენტმა ეს შეცდომა ვალდებულებად გადააქცია, როცა კანონის სახე მისცა მოსამართლეთა განწესებას სამი წლის გამოსაცდელი ვადით. ეს არის სერიზული შეცდომა, რომელსაც აღიარებს როგორც არასამთავრობო სექტორი, ასევე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები“-განაცხადა ბრიფინგზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi