უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო

kar

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო

გამოქვეყნებულია: 23/06/2011

2011 წლის 22 ივნისს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაამთავრა მსჯავრდებულ ზვიად ხარებავას საკასაციო საჩივრის განხილვა და მიიღო გადაწყვეტილება, საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ზვიად ხარებავას მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, მასვე 3 წლის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება.
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზვიად ხარებავას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნას დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ)სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
უზენაეს სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესწავლის დროს, მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას დაშვებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევები.
გარდა ამისა, უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა, ასახულია ამ კატეგორიის საქმეებზე უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით.
ამდენად, უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 სექტემბრის განაჩენით, ზვიად ხარებავა ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა ხარებავასა და მასთან დაკავშირებული ჯგუფის წევრების მიერ თაღლითობის ჩადენაში, კერძოდ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინაღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინაღმდეგო გაფლანგვა.

თაღლითობის ფაქტი მდინარე რიონზე ნამახვანჰესის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე შეფასებითი ანგარიშის მომზადება-დამტკიცებას შეეხებოდა, რომელიც ჯგუფის წევრებს კონკრეტული თანხის სანაცვლოდ უნდა მოეგვარებინათ.

მსჯავრდებულის ადვოკატმა, ჯერ სააპელაციო სასამართლოში, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენის უცვლელად დატოვების შემდეგ, საკასაციო საჩივარი უზენაეს სასამართლოში შემოიტანა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi