უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ...

logo

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეთა დანიშვნის ახალ წესთან დაკავშირებით პარლამენტს ინიციატივით მიმართა

გამოქვეყნებულია: 03/10/2013

2013 წლის 3 ოქტომბერს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა მოსამართლეთა უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით კანონპროექტის შეჩერების შესახებ პარლამენტს მიმართა. 

საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ მიმდინარე კვირას პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“ ცვლილებებს უკავშირდება და ასევე, უვადო დანიშვნასთან დაკავშირებულ წინასწარ ე.წ. სამწლიან გამოსაცდელ ვადას ეხება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ინიციატივით მიმართავს პარლამენტს და აღნიშნული პროექტის განხილვის დროებით, 2014 წლის აპრილამდე შეჩერებას ითხოვს.

პარლამენტის მიერ ამ საკითხის ასეთ დაჩქარებულ რეჟიმში განხილვის მიზეზი გახლავთ კონსტიტუციის იმ ნორმის ძალაში შესვლა, რომელიც მოსამართლეთა უვადო დანიშვნის წესს ადგენს. 

საქართველოს დღეს მოქმედი კონსტიტუციის 86 მუხლის ჩანაწერის თანახმად, „მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. მოსამართლის უვადოდ განწესებამდე კანონით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს მოსამართლის განწესება განსაზღვრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს სამი წლისა. მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კანონით.“ აღნიშნული მუხლი ძალაში შედის 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან, ანუ 2013 წლის17 ნოემბრიდან. 

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც მოსამართლეთა უვადო დანიშვნას ეხება, არ იქნება მართებული, თუნდაც კონსტიტუციით მოთხოვნილ უმცირეს ვადებში განვიხილოთ და მივიღოთ ეს პროექტი. ჩვენ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე ვიმსჯელეთ მხოლოდ პრინციპების დონეზე და არ გვქონია საშუალება უფრო სიღრმისეულად და დეტალურად გაგვეხილა ყველა დეტალი. ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტს პროექტის დროებით შეჩერებას და ასევე, მივაწვდით ინფორმაციას, რომ 2014 წლის აპრილამდე ახალი წესით აღარ დაინიშნებიან მოსამართლეები“.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, ეს აგვაცილებს პრობლემას, რომელიც ეხება კონსტიტუციის ნორმის ამოქმედებასთან დაკავშირებით მოსამართლეთა დანიშვნის წესის გაურკვევლობას. „ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე, 15 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს სასამართლო სისტემაში ვერც ერთი ახალი მოსამართლე ვეღარ დაინიშნება, რადგან 15 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის იმ კანდიდატებს, რომლებიც ახლა დაინიშნებიან მოქმედი ძველი წესით, ათი წლის ვადით. ამის შემდეგ უკვე არც ადამიანური რესურსი და არც ობიექტური საჭიროება აღარ იარსებებს,რომ სასამართლო სისტემაში ახალი მოსამართლეები დაინიშნონ.“- განაცხადა ბრიფინგზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. 

კონსტანტინე კუბლაშვილის ინიციატივით ეს 5 თვე გამოყენებული უნდა იქნეს იმისთვის, რომ პარლამენტთან და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობა წარიმართოს დეტალურად და განისაზღვროს, რამდენად სწორია სამწლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესება. 

"ჩვენ საბოლოოდ უნდა დავრწმუნდეთ,თუ რას მოუტანს ასეთი ცვლილება ქვეყანას და სასამართლოს ", - განაცხადა მედიასთან საუბრისას კონსტანტინე კუბლაშვილმა და ჟურნალისტებს საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციაც გააცნო ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად აფასებს მოსამართლის თანამდებობაზე განწესების სამწლიან გამოსაცდელი ვადის, როგორც მოსამართლის გადაწყვეტილებების შეფასების ბერკეტის გამოყენებას. აღნიშნულ საკითხზე ვენეციის კომისიის დასკვნაშიც არის საუბარი, სადაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადა მიჩნეულია, როგორც მოსამართლეზე ზეწოლის პოლიტიკური ბერკეტი.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ბრიფინგის ბოლოს მედიის შეკითხვებსაც უპასუხა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi