შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის...

shexvedra

შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია: 23/09/2013

2013 წლის 23 სექტემბერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს და ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს შეხვდა. 

შეხვედრის მიზანი სასამართლო ხელისუფლებასა და ადვოკატთა კორპუსს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ინფორმაციების გაცვლა და მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა გახლდათ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მედიისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა:
„მართლმსაჯულების სისტემა მხოლოდ სასამართლო არ არის, ეს არის მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებული ინსტიტუტები. ამიტომ, ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩართული ყველა რგოლის გამართული მუშაობა. ვფიქრობ, ადვოკატურასთან უფრო ახლო და მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო, ამისი გამოცდილება ჩვენ გვქონდა, როცა ადვოკატებთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებებზე ვმუშაობდით. ჩვენ ადვოკატებს შევთავაზებთ უფრო მეტად იყვნენ ჩართულები სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის მიერ განსახილველი საკითხების თემატიკის შერჩევაში. ჩვენ მზად ვართ უფრო აქტიური ნაბიჯები გადავდგათ ამ მიმართულებით, ორმხრივი თანამშრომლობა კი, პირველ რიგში, მართლმსაჯულების განხორციელების ხარისხზე აისახება.“

თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან ასევე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმაც.

შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივით გაიმართა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi