ესტონელი მოსამართლეების ვიზიტი საქართველოში

estonelebi

ესტონელი მოსამართლეების ვიზიტი საქართველოში

გამოქვეყნებულია: 19/09/2013

2013 წლის 12-18 სექტემბერს საქართველოს ესტონელი მოსამართლეები სტუმრობდნენ. 

ვიზიტი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა ესტონეთის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის სასამართლოებს შორის საოჯახო სამართლის საკითხებზე გამოცდილების გაზიარება. კერძოდ, საოჯახო დავების განხილვის დროს ბავშვთა უფლებების დაცვა. 

ესტონეთის დელეგაცია ესტონეთის უზენაესი სასამართლოს, ქ. ტარტუს სასამართლოს მოსამართლეების, ადვოკატისა და სოციალური მუშაკით იყო წარმოდგენილი. 

დელეგეციის წევრებმა დაათვალიერეს ბათუმის, ქუთაისის და თბილისის საქალაქო სასამართლოები. 18 სექტემბერს კი მათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უმასპინძლა.

სტუმრებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა, „მართლმსაჯულების მუზეუმი“.

ესტონელმა მოსამართლეებმა ქართველი კოლეგებისგან ასევე მიიღეს ინფორმაცია სამოქალაქო საქმეთა განხილვის სპეციფიკის, განხილვის ვადებისა და საერთო სტატისტიკური მონაცემების შესახებ. 

ესტონეთის დელეგაციას საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია მასპინძლობდა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi