მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული...

shexvedra

მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია: 19/09/2013

2013 წლის 19 სექტემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ზაზა მეიშვილმა მოწვეულ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს განსახილველად სასამართლო ხელისუფლების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა. შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა. 

ცვლილებათა პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციაში 2010 წელს შესული ცვლილებებიდან, რომლებიც ამოქმედდება 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. ცვლილება მიზნად ისახავს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესის განსაზღვრას.

ცვლილებათა პაკეტის თანახმად, სასამართლო ხელისუფლების მიერ ასევე ინიცირებულია „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს სამივე ინსტანციის სასამართლოების მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის გაზრდას.

საკანონმდებლო ცვლილება ასევე ეხება საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესებას, ახალი საპენსიო და საკონპენსაციო სისტემის შექმნას, რომელიც საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს მოსამართლეთათვის ღირსეული პირობების შეთავაზებას, როგორც უფლებამოსილების ვადის ამოწურვის, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლების შემთხვევაში.
სასამართლო ხელისუფლება გამოდის ინიციატივით, რომელიც კიდევ უფრო მეტად სრულყოფს მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესს. 

მომავალი მოსამართლეების მომზადებისა და მოსამართლეთა შერჩევის წესის სრულყოფის მიზნით, ასევე მომზადებულია ცვლილებები, რომელიც იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასწავლო კურსის ვადის გაზრდას და სწავლების გაზრდილი ვადის მნიშვნელოვანი ნაწილის სტაჟირებისთვის დათმობას ითვალისწინებს. ცვლილება ეხება იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურას.

წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi