უზენაესი სასამართლო გამჭვირვალობის რეიტინგში...

logo

უზენაესი სასამართლო გამჭვირვალობის რეიტინგში წამყვან პოზიციას იკავებს

გამოქვეყნებულია: 17/09/2013

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ( IDFI) საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის რეიტინგი გამოაქვეყნა. აღნიშნული რეიტინგის მიხედვით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს გამჭვირვალობის რეიტინგში 94 პროცენტი აქვს მინიჭებული. 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამჭვირვალობის რეიტინგი პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge“ -ის ფარგლებში განახორციელა. პროექტის მიზანი გახლდათ, საქართველოში ინფორმაციის თავისუფლებისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის განვითარება.

პროექტის ფარგლებში უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციების ანალიზის მიხედვით, მხოლოდ ერთადერთი ინფორმაცია იქნა მიჩნეული არასრულყოფილად. 

სასამართლო ხელისუფლება კანონის მოთხოვნათა დაცვით, მათ შორის ელექტრონული რესურსების გამოყენებით, ზრუნავს რათა საერთო სასამართლოების პოზიციები გამჭვირვალობის რეიტინგში კიდევ უფრო მაღალი იყოს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi