უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ...

kote brifingi

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო

გამოქვეყნებულია: 06/09/2013

2013 წლის 6 სექტემბერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო ხელისუფლების პრიორიტეტული სამუშაო მიმართულებებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ ინფორმაცია გააცნო. 

სასამართლო რეფორმის გაგრძელებისა და სრულყოფის მიზნით, სასამართლო ხელისუფლების მიერ შემუშავებული იქნა სამი ძირითადი მიმართულება, რომელიც პრიორიტეტული იქნება სასამართლო ხელისუფლებისთვის. ეს მიმართულებებია:

• სასამართლო დამოუკიდებლობის გაძლიერება;

• სასამართლო გადაწყვეტილებების ხარისხის გაუმჯობესება;

• სასამართლოს ადმინისტრაციული/მენეჯერული სისტემის გაუმჯობესება.

აღნიშნულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე სამუშაოდ სასამართლო ხელისუფლება აქტიურად ითანამშრომლებს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ამ პრიორიტეტების შესაბამისად, უკვე მომზადდა 5 საკანონმდებლო აქტში ცვლილებები. 

1. მოსამართლეთა უვადო დანიშვნის პროცედურების დროული დაწყება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სწორედ საკანონმდებლო ხელისუფლებასთან თანამშრომლობასთან არის დაკავშირებული არის მოსამართლეთა უვადო დანიშვნის პროცედურების დროული დაწყება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს. კონსტიტუციაში უკვე არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს მოსამართლეების უვადო დანიშვნის სისტემის ამოქმედება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივაც სწორედ ამ პროცედურების დროულად დაწყებას შუწყობს ხელს.

2. მოსამართლეთა სოციალური გარანტიების გაზრდა.

მეორე საკანონდებლო ინიციატივა მოსამართლეთა სოციალური გარანტიების ზრდას უკავშირდება. წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, პირველი ინსტანციის მოსამართლის დარიცხული ხელფასი 4000 ლარამდე უნდა გაიზარდოს.

3. მოსამართლეთა საპენსიო სისტემის ახალი მოდელის ამოქმედება.

4. დისციპლინური სამართალწარმოების დახვეწა.

სასამართლო ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინარული საქმისწარმოების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს მხოლოდ და მხოლოდ სამოსამართლეო ეთიკის ნორმების დარღვევა. 

5. იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო კურსის ხანგრძლივობის გაზრდა. 

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატთა უკეთ მომზადების მიზნით, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლების კურსი 10 თვიდან უნდა გაიზარდოს 15 თვემდე. 

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრები მომავალ კვირას იმსჯელებენ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi