მოსამართლეთა XI (რიგგარეშე) კონფერენცია...

konferencia

მოსამართლეთა XI (რიგგარეშე) კონფერენცია ჩატარდა

გამოქვეყნებულია: 22/07/2013

2013 წლის 21 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა XI (რიგგარეშე) კონფერენცია  ჩატარდა.

კონფერენცია გახსნა და დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა.

მოსამართლეთა კონფერენცია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება თუ მის სხდომას ესწრება საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ნახევარზე მეტი.

კონფერენციას 153 მოსამართლე დაესწრო, რაც კანონის თანახმად, საკმარისი იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განსახილველად.  

კონფერენციის დღის წესრიგი ითვალისწინებდა  შემდეგ საკითხებს: „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის წესის“ შესახებ პროექტის დამტკიცებას   და  მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრების არჩევას.

მოსამართლეებმა 134 ხმით დაამტკიცეს  „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის წესი“, და ასევე აირჩიეს ადმინისტრაციული კომიტეტის ორი წევრი: ნატა თედეშვილი (141 ხმა) და გიორგი დარახველიძე (143 ხმა).


ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi