დამტკიცდა მოსამართლეთა XI (რიგგარეშე)...

konferencia

დამტკიცდა მოსამართლეთა XI (რიგგარეშე) კონფერენციის ჩატარების თარიღი

გამოქვეყნებულია: 11/07/2013

2013 წლის 10 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა. 

ადმინისტრაციულმა კომიტეტმა დაამტკიცა: მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარების დრო - 2013 წლის 21 ივლისის 14 საათი, ადგილი - თბილისის საქალაქო სასამართლო, კონფერენციის დღის წესრიგი, კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემადგენლობა, საარჩევნო ბიულეტენებისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ნიმუშები,  პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყვიტა ადმინისტრაციული კომიტეტის ორ წევრს: ბ-ნ პაატა სილაგაძეს და ქ-ნ ილონა თოდუას, ასევე, ადმინისტრაციულმა კომიტეტმა მიიღო ცნობად საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ მოწოდებული პროექტი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის წესის შესახებ“, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციას წარედგინება დასამტკიცებლად.

კონფერენციის დღის წესრიგი

საარჩევნო ბიულეტენები

არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები

პროექტი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის წესის შესახებ“

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi