დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები...

elchebi

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს გაეცნენ

გამოქვეყნებულია: 10/07/2013

2013 წლის 10 ივლისს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე და იუსტიციის უმაღლესი სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა სასამართლო ხელისუფლების მომავალი საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამუშაო მიმართულებების გაცნობა. 

როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ ეტაპზე მიმდინარე სასამართლო რეფორმა, სამ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს-ესენია: სასამართლო დამოუკიდებლობის გაძლიერება, სასამართლო გადაწყვეტილებების ხარისხის გაუმჯობესება და სასამართლოს ადმინისტრაციულ-მენეჯერული სისტემის გაუმჯობესება. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამუშაო მიმართულებების გაცნობის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მოწვეული სტუმრების კითხვებს უპასუხა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi