უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ...

kublashvili

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სასამართლოს დისკრედიტაციის შესახებ ისაუბრა

გამოქვეყნებულია: 08/07/2013

2013 წლის 8 ივლისს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობაზე ისაუბრა. როგორც ქვეყნის პირველმა მოსამართლემ განაცხადა, სასამართლო სისტემისა და ცალკეული მოსამართლეების შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინტენსიური სახე მიიღო.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებით, სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაზე აუცილებელია ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებიდან მოსამართლეების შეურაცხყოფა გამოირიცხოს, რადგან ,,ის ძირს უთხრის სასამართლოს, მის დამოუკიდებლობას და განვითარების პერსპექტივებს. ასეთი შეურაცხყოფა არის პირდაპირი ზეგავლენის და ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში. კატეგორიულად ვამბობ, ისინი ამით საბოლოო შედეგს ვერ მიიღებენ. აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე, როდესაც ამას აკეთებენ ხელისუფებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. სასამართლოს გადაწყვეტილებების კრიტიკა შესაძლებელია ცივილიზებულ ჩარჩოებში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ზემდგომი ინსტანციის სასამართლო. ბოლო პერიოდის განმავლობაში კი ისმის არაცივილიზებული, უპასუხისმგებლო და დაუსაბუთებელი კრიტიკა. მათ უნდა ესმოდეთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები მიტინგების ფონზე ვერ შეიცვლება. იგი უნდა გასაჩივრდეს და მხოლოდ ასე შეიძლება შეიცვალოს. ცივილიზებული კრიტიკით საზოგადოება ვითარდება, მაგრამ ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ გადაწყვეტილებას იღებს და ცვლის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო“- აღნიშნა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi