უზენაესი სასამართლოს განცხადება

logo

უზენაესი სასამართლოს განცხადება

გამოქვეყნებულია: 04/07/2013

2013 წლის 3 ივლისს ახლაციხის რაიონულმა სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლაციხის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანისა და კიდევ ოთხი პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. 

უკვე ორი დღეა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მთავარი პროკურატურის მხრიდან არა მარტო არაზუსტი, არამედ, სასამართლოს დისკრედიტაციის შემცველი განცხადებები მოჰყვა.

დღეს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა, ახლაციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ სამხარეო პროკურორს ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა. 

საქმის ვითარება სრულიად საპირისპირო გახლდათ: ახალციხის საოლქო პროკურატურის მაღალჩინოსნებმა თავად იკითხეს, ადექვატური იყო თუ არა, ამ საქმესთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმება გაფორმებულიყო. სასამართლოს პასუხი გახლდათ შემდეგი: საპროცესო შეთახმება ფორმდება მხარეთა შორის და თუკი ასეთი დოკუმენტი სასამართლოში შემოდის, სასამართლო მას კანონით დადგენილი წესით განიხილავს. 

სასამართლო აცხადებს, რომ მსგავსი სიცრუის ტირაჟირებას, მთავარი პროკურატურის მხრიდან, არა მარტო საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში, არამედ, ასეთი ინფორმაციის გავრცელებით პროკურატურა სასამართლოს დისკრედიტაციას ცდილობს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 3 ივლისს გამოტანილი გამამართლებელი გადაწყვეტილება ემყარებოდა მხოლოდ საქმეზე წარმოდგენილ მასალებს და მხარეთა შეჯიბრებითობის უმთავრეს პრინციპს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi