უზენაესი სასამართლოს განცხადება

logooooou

უზენაესი სასამართლოს განცხადება

გამოქვეყნებულია: 26/06/2013

უზენაესი სასამართლოს განცხადება

2013 წლის 26 ივნისს მმართველი კოალიციის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკულად შეფასდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ზაზა მეიშვილის  მონაწილეობა საერთაშორისო კონფერნციაში, რომელიც ბრუსელში, 25 ივნისს ჩატარდა.

სასამართლო ხელისუფლება არ აპირებს შევიდეს პოლიტიკურ დებატებში განცხადების ავტორებთან, ჩვენ მხოლოდ საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს განვაცხადოთ:

სასამართლო ხელისუფლება ყოველთვის მონაწილეობდა და კვლავაც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ყველა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ღონისძიებაში, სადაც განხილული იქნება ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხები, რომელიც  ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში სასამართლო რეფორმასა და  ზოგადად, სასამართლოს როლს შეეხება. 

ბრუსელის კონფერენციაზე საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ მოხსენების წარმოდგენა ჯერ კიდევ 2013 წლის მარტში დაიგეგმა, როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ბატონი  კონსტანტინე კუბლაშვილი ევროპარლამენტში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა.  ბატონი ზაზა მეიშვილის  მიერ აღნიშნულ  კონფერენციაზე  წარმოდგენილი მოხსენება, სწორედ სასამართლო ხელისუფლებაში დღეს არსებული სიტუაციის ანალიზს შეეხებოდა.

სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობა კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში, სასამართლო რეფორმისადმი ინტერესის ზრდისა და მისი წარმატებით განხორციელებისათვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.  მიუღებელია პოლიტიკოსების მხრიდან სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევის, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობის შეზღუდვის მცდელობა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi