მოქალაქეები სასამართლოს მიმართ მაღალ ნდობას...

garexedi

მოქალაქეები სასამართლოს მიმართ მაღალ ნდობას აფიქსირებენ

გამოქვეყნებულია: 03/06/2011

2 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით საქართველოს 5 რაიონულ და 3 საქალაქო სასამართლოში მომხმარებელთა კვლევა ჩატარდა. კვლევის შედეგების მიხედვით, სასამართლოში მისული მოქალაქეების დიდი ნაწილი სისტემის მიმართ მაღალ ნდობას აფიქსირებს.

სულ გამოიკითხა 3787 რესპოდენტი. კითხვები ძირითადად, სასამართლოში არსებულ გარემოს, თანამშრომელთა დამოკიდებულებას მოქალაქეებისადმი, საქმის განხილვის ვადებს და სასამართლოს მიმართ ნდობის ხარისხს შეეხებოდა. 

კვლევის მიმდინარეობას საერთაშორისო ორგანიზაციების NORLG, ABA, UNDP-ის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

გამოკითხული მოქალაქეების 86 პროცენტი მიიჩნევს, რომ სასამართლოში მას დროულად გაუწიეს მომსახურება. 90,7 პროცენტი კი აცხადებს, რომ სასამართლოდან მას დროულად მიაწოდეს ის ინფორმაცია, რომელსაც ითხოვდა. სასამართლოს მოხელეთა თავაზიანობას, როგორც ძალიან კარგი, აფასებს გამოკითხულთა 60,2 პროცენტი, კარგი- 33,7. მოქალაქეების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი სასამართლოს მოხელეთა თავაზიანობას აფასებს, როგორც საშუალო (5,3), ცუდი (0,5) და ძალიან ცუდი (0,2). 

გამოკითხული მოქალაქეების 82,5 პროცენტი მიიჩნევს, რომ მისი საქმე სასამართლოში დროულად გადაწყდა. რაც შეეხება სასამართლოს მიმართ ნდობას, გამოკითხული სასამართლო მომხმარებლების 75 პროცენტი აცხადებს, რომ ენდობა სასამართლოს, ხოლო ნაწილობრივ ნდობას სასამართლოს მიმართ 16 პროცენტი აფიქსირებს. შესაბამისად, შემცირებულია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც არ ენდობიან სასამართლოს. გამოკითხული 3787 რესპოდენტიდან მხოლოდ 15,6 პროცენტი ამბობს, რომ არ ენდობა სასამართლოს, 1,7 პროცენტი  უფრო არ ენდობა, ხოლო ამ კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა გამოკითხულთა 1,6 პროცენტმა.

ზუსტად ერთი წლის წინ, 2010 წლის წლის მაისში, ანალოგიური ტიპის გამოკითხვა USAID –ისა და უზენაესი სასამართლოს მიერ ჩატარდა. მაშინ გამოკითხულთა 53 პროცენტი აცხადებდა, რომ ისინი ენდობოდნენ სასამართლოს. 2010 წლის ნოემბრისთვის, იმავე ორგანიზაციის დაკვეთით, კომპანია IPM-მა ჩაატარა სასამართლოს მომხმარებელთა გამოკითხვა, რომლის თანახმადაც, სასამართლოს უკვე გამოკითხულთა 60 პროცენტი ენდობოდა. კვლევების ანალიზის მიხედვით, სასამართლოს მიმართ მოსახლეობის ნდობა სტაბილურად იზრდება, რაც დადასტურდა კიდეც ბოლო გამოკითხვით. 2011 წლის მაისში გამოკითხული მომხმარებლების 75 პროცენტი აცხადებს, რომ ისინი ენდობიან სასამართლოს.

სასამართლო ხელისუფლება ამ ფაქტს, მოსამართლეთა და მოხელეთა მუდმივი გადამზადებით, კვალიფიკაციის ამაღლებით, მოსამართლეთა ობიექტურობით, და ასევე, სასამართლოში მოსული მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნით და შესაბამისად, მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებით ხსნის.

იხილეთ ბმული

იხილეთ სიუჟეტი

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi