მოსამართლეთა კონფერენციამ ადმინისტრაციული...

sdfsdf

მოსამართლეთა კონფერენციამ ადმინისტრაციული კომიტეტის და სადისციპლინო კოლეგიის წევრები აირჩია

გამოქვეყნებულია: 16/06/2013

მოსამართლეებმა ფარული კენჭისყრით სადისციპლინო კოლეგიისა და ადმინისტრაციული კომიტეტის წევრები აირჩიეს.  საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრები გახდნენ: მერაბ ჯორბენაძე, ნათია ქუთათელაძე და გიორგი ტყავაძე, ხოლო ადმინისტრაციული კომიტეტის  წევრები გახდნენ: ბესიკ ბუგიანიშვილი და ლევან თევზაძე.

მოსამართლეთა კონფერენციამ ასევე უნდა აირჩიოს ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარე. ადმინისტრაციული კომიტეტი სულ ათი წევრისგან შედგება: ილონა თოდუა, ნანა დარასელია, მარინა ხოლოაშვილი, ლეილა მამულაშვილი, თამარ ზამბახიძე, პაატა სილაგაძე, მორის ფუხაშვილი, ბესიკ ბუგიანიშვილი, ლევან თევზაძე. კომიტეტის 7 წევრმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე წარმოდგენილია ორი კანდიდატურა: მარინა ხოლოაშვილი და ლევან თევზაძე.  ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარეს მოსამართლეები ფარული კენჭისყრის რეჟიმში აირჩევენ.

მოსამართლეთა კონფერენციამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება სადისციპლინო კოლეგიაში პარლამენტის მიერ დანიშნული ორი წევრისთვის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ. კონფერენციის მონაწილეთა გადაწყვეტილებით თანამდებობრივ სარგოდ განისაზღვრა – პირველი ინსტანციის მოსამართლის ანაზღაურების  90 პროცენტი.   ამ ეტაპზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის პროცედურა. 

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi