მოსამართლეთა კონფერენცია გრძელდება

jkljkui

მოსამართლეთა კონფერენცია გრძელდება

გამოქვეყნებულია: 16/06/2013

16 ივნისს 11 საათზე მოსამართლეთა მეათე (რიგგარეშე) კონფერენციამ მუშაობა გააგრძელა. კონფერენციას ესწრება 223 მოსამართლე.

დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის არჩევა გახლავთ. საბჭოს მდივნობის ოთხმა  კანდიდატმა : ილონა თოდუამ, პაატა სილაგაძემ, გიორგი შავლიაშვილმა, თამარ ალანიამ  საკუთარი კანდიდატურები ლევან მურუსიძის სასარგებლოდ მოხსნეს.

ლევან მურუსიძემ კონფერენციის მონაწილეებს საკუთარი პროგრამა და ხედვა გააცნო საბჭოს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბჭოს მდივნის არჩევის ფარული კენჭისყრა.

კონფერენციამ დღეს ასევე უნდა აირჩიოს ადმინისტრაციული კომიტეტის ორი წევრი, ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარე და სადისციპლინო კოლეგიის სამი წევრი.

კონფერენციამ უნდა განსაზღვროს სადისციპლინო კოლეგიაში პარლამენტის მიერ არჩეული წევრების თანამდებობრივი სარგოს ოდენობა.

მოსამართლეთა კონფერენციას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi