იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები...

shexvedra

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია: 13/06/2013

2013 წლის 13 ივნისს უზენაეს სასამართლოში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ წევრებს შეხვდნენ. 

შეხვედრის დაწყებამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების პირველი შეხვედრა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და იგი მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის საბჭოს წევრების მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას. საბჭოს წევრები წარმოადგენენ თავიანთ ხედვას სასამართლო სისტემის მომავალ განვითარებაზე და იუსტიციის საბჭოში მუშაობის ძირითად პრინციპებზე. ამგვარი შეხვედრები ხელს შეუწყობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეტ გახსნილობას, ასევე, ზოგადად, სასამართლო სისტემის მეტ საჯაროობას.“ 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი უფლებამოსილების განხორციელებას 22 ივნისიდან შეუდგება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi