უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ...

konferencia

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონფერენციის შედეგები შეაფასა

გამოქვეყნებულია: 10/06/2013

2013 წლის 10 ივნისს მოსამართლეთა X (რიგგარეშე) კონფერენციის შედეგები ჟურნალისტებთან შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა შეაფასა. 

უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის განცხადებით, საბჭოს არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად გამჭვირვალედ და ყველა მოსამართლეს ჰქონდა თანაბარი საშუალება კოლეგებთან განეხილა საკუთარი კანდიდატურა, მოსამართლეთა კორპუსში ემსჯელათ სასამართლო სისტემის განვითარების მათთეულ ხედვაზე. 

მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ახალი შემადგენლობის არჩევა კონსტანტინე კუბლაშვილმა სასამართლო სისტემის გაძლიერებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა. „მოსამართლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათ შეუძლიათ მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება სისტემის განვითარებას. მიმაჩნია, რომ საბჭოს წევრთა არჩევნები გახლდათ მოსამართლეთა თავისუფალი ნების გამოვლენა, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული მთლიანად სასამართლო სისტემის უკეთესი მომავლისკენ. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეული შვიდი მოსამართლიდან სამმა მიიღო დამსწრეთა 2/3 უმრავლესობა, მათგან, ერთმა, ზაზა მეიშვილმა პირველივე ტურში მოიპოვა გამარჯვება, ხოლო დანარჩენმა ორმა მოსამართლემ , მეორე ტურში მიიღო კოლეგების ხმათა 2/3. საბჭოს დარჩენილი ოთხი წევრი კი კონფერენციამ მოსამართლეთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოსამართლეთა კორპუსი სრულ ნდობას უცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ წევრებს“-განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ითანამშრომლებს ყველასთან, ვისი მიზანიც სასამართლო სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება გახლავთ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi