უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ხუთი ახალი...

danishvna

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ხუთი ახალი მოსამართლე წარადგინა

გამოქვეყნებულია: 21/02/2011

2011 წლის 21 თებერვალს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა ხუთი ახალი მოსამართლე წარადგინა.

ნინო ყანჩაველმა, ლაურა მიქავამ, შოთა გეწაძემ, ამირან ძაბუნიძემ,შორენა წიქარიძემ წარმატებით დაასრულეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული კურსი. ახალი მოსამართლეებიდან ოთხი წლების მანძილზე სასამართლო სისტემაში მუშაობდა, ხოლო ერთი პროკურატურაში.

ფიცის დადების შემდეგ ხუთივე მოსამართლე თბილისისა და საქართველოს რეგიონის სასამართლოებში გადანაწილდებიან.

სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სისტემის კვალიფიციური კადრებით შევსებაა. 2009 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც სავალდებულო გახდა მოსამართლეობის კანდიდატისთვის იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრება, სასამართლო სისტემა 19 ახალი მოსამართლით შეივსო.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi