2013 წლის 24 მაისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს...

konferencia

2013 წლის 24 მაისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 24/05/2013

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტის ცვლილებების პროექტი განიხილეს

2013 წლის 24 მაისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე განიხილეს მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი. 

სხდომის დაწყებამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს კონფერენციის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში ცვლილებების განხორციელება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. მთავარი ცვლილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და ადმინისტრაციული კომიტეტის წევრთა არჩევის წესს ეხება. წევრებს კი მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მოუწოდა ყველა დაინტერესებულ პირს აქტიურად ჩაერთოს სასამართლოს მიერ მომზადებული ცვლილებათა პროექტის განხილვაში.

„ჩვენი მიზანია მოხდეს მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის საჯარო და ღია განხილვა. პროექტი დევს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გამოაგზავნოს საკუთარი წინადადებები “- განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარების თარიღი - 2013 წლის 9 ივნისი.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi