დამტკიცდა მოსამართლეთა კონფერენციის...

mosamartleta konferenciaa

დამტკიცდა მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარების თარიღი

გამოქვეყნებულია: 21/05/2013

2013 წლის 21 მაისს, 18 საათზე გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა. 

ადმინისტრაციულმა კომიტეტმა დაამტკიცა მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარების თარიღი - 2013 წლის 9 ივნისი, კონფერენციის დღის წესრიგი, საარჩევნო ბიულეტენებისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ნიმუშები. ასევე, შემუშავებულია პროექტი „საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, რომელზეც საბოლოოდ იმსჯელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და შემდეგ წარუდგენს მოსამართლეთა კონფერენციას.

ყველა მოსამართლესა და დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს მიმდინარე წლის 27 მაისის ჩათვლით წარუდგინოს შენიშვნები და წინადადებები.

ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნო

გულიკო ორთოიძე - ელ.ფოსტა - guliko.ortoidze@supremecourt.ge, ტელ: 577 71 10 50

ირაკლი ართილაყვა - ელ.ფოსტა - irakli_artilakva@yahoo.com, ტელ: 577 44 99 48

კონფერენციის დღის წესრიგი

საარჩევნო ბიულეტენები

არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები 

„საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ პროექტი

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi