უზენაეს სასამართლოში „მართლმსაჯულების...

muzeumi

უზენაეს სასამართლოში „მართლმსაჯულების მუზეუმი“ გაიხსნა

გამოქვეყნებულია: 15/05/2013

2013 წლის 15 მაისს, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „მართლმსაჯულების მუზეუმის“ საზეიმო გახსნით დაიწყო.

„მართლმსაჯულების მუზეუმი“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დავით ცხადაძემ გახსნეს. ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ კულტურისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ის პირები, ვინც მონაწილეობა მიიღო სამუზეუმო ექსპონატების მოძიებაში.

მუზეუმში ყველა ის ნივთი და ატრიბუტია განთავსებული, რომელიც მართლმსაჯულებასთან ისტორიულადაა დაკავშირებული.

"ყველას მოგეხსენებათ, რომ უზენაესი სასამართლოს შენობა ისტორიული ძეგლია და თითოეული ოთახი, სხდომის დარბაზი მართლაც ისტორიული ღირებულებისაა. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, ყველაფერი ეს ხელუხლებლად შევინახოთ და მომავალ თაობებს გავაცნოთ ეს შენობა, როგორც ძეგლი, ასევე სხვადასხვა ნივთები, მართლმსაჯულებისთვის აუცილებელი ატრიბუტები, რაც წლების განმავლობაში შემონახულა უზენაეს სასამართლოში. სწორედ ეს იყო საფუძველი იდეისა, რომ სწორედ აქ, უზენაეს სასამართლოში შექმნილიყო "მართლმსაჯულების მუზეუმი". ის ღია იქნება ყველა მსურველისთვის.. შევეცადეთ ყველა ნივთი, რომელიც მართლმსაჯულებასთან ასოცირდება, გამოგვეფინა და ახალგაზრდებისთვის მიგვეცა საშუალება, ეხილათ მართლმსაჯულების ეს ისტორია", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა მუზეუმის გახსნისას.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განმარტებით კი, ჩვენ დიდი სამართლებრივი კულტურის ერი ვართ და ეს არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს.

მოსამართლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთაველის სახელმწიფო თეატრში საზეიმო მიღებითა და სპექტაკლის ჩვენებით დასრულდება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi