ევროპის საბჭოს ეფექტური მართლმსაჯულების...

logoooo

ევროპის საბჭოს ეფექტური მართლმსაჯულების ევროპული კომისია დადებითად აფასებს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში 2010-2012 წლებში გატარებულ რეფორმებს

გამოქვეყნებულია: 10/05/2013

2013 წლის 1 მაისს, საქართველოში იმყოფებოდნენ ევროპის საბჭოს ეფექტური მართლმსაჯულების ევროპული კომისიის (CEPEJ) შემფასებელი მისიის წარმომადგენლები.

მისიის წევრებმა წარმოადგინეს მართლმსაჯულების სისტემების ეფექტურობის ჯგუფის პროექტის მოხსენება, რომელიც შეეხებოდა სასამართლო სისტემის ეფექტურობის მდგომარეობას აღმოსავლეთ პარტიონორობის ქვეყნებში (საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და მოლდოვა). პროექტი ძირითად აქცენტებს აკეთებს სასამართლო დაფინანსებაზე, მართლმსაჯულების განხორციელებაზე და მის ეფექტიანობაზე.

მისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში 2010-2012 წლებში განხორციელებული ღონისძიებები. მისიამ განსაკუთრებით გამოყო რიგი სფეროები, სადაც საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან შედარებით, გამოკვეთილი წარმატებით სარგებლობს. უფრო კონკრეტულად, დადებითად არის შეფასებული სასამართლო რესურსების გადანაწილება, ვინაიდან მოსამართლეთა რაოდენობის ცვლილების 90%-ზე მეტი ექვივალენტურია სასამართლოში საქმეების რაოდენობისა. სწორედ ამის გამო, დაბალია გადატვირთულობის მაჩვენებელი და შემცირებულია საქმის განხილვის დრო. ანგარიში ამის მიზეზად წარმატებულ სასამართლო რეფორმას ასახელებს და აზუსტებს, რომ საზოგადოების სასამართლოსადმი ნდობის გაზრდამ გამოიწვია სამოქალაქო დავების მაჩვენებლის ზრდაც, თუმცა წარმატებული მენეჯმენტის წყალობით, მიმდინარეობს საქმეების დროული განხილვა და გადატვირთულობის თავიდან აცილება. ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას შეიმჩნევა აშკარა პროგრესი საქმის განხილვის განგრძლივობის შეფასებისას, წინა წლებთან შედარებით. უფრო კონკრეტულად, 2006 წელთან შედარებით, ადმინისტრაციული საქმეების განხილვის ვადა შემცირებულია 18%-ით, ხოლო სისხლის სამართლის საქმეების განხილვისა_25%-ით. გამოკვეთილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის საშუალებების დანერგვის ტემპი, რაც საქართველოს შემთხვევაში შეფასებულია, როგორც შთამბეჭდავი. ანგარიში დადებითად აფასებს მოსამართლეთა ანაზღაურებისთვის განკუთვნილი დაფინანსების ზრდის ტენდენციას. ანგარიში ასევე დადებითად აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩართულობას სასამართლოსათვის გამოყოფილი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, თუმცა მიუთითებს, რომ აღნიშნული ჩართულობა ჯერჯერობით მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს, ვინაიდან საბჭოს მიერ სავარაუდო ბიუჯეტის პროექტის წარდგენა ხდება საბიუჯეტო წლის დასაწყისში. გარდა ამისა, საბჭოს უწევს სასამართლო ფინანსური საჭიროებების დასაბუთების წარდგენა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის.

ანგარიშის სრული ვერსიის სანახავად, გადადით ამ ლინკზე.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi