უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება

kublashvili

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება

გამოქვეყნებულია: 29/04/2013

2013 წლის 29 აპრილს უზენაეს სასამართლოში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი „საერთო სასამართლოების ორგანულ კანონთან“ დაკავშირებით ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ „საერთო სასამართლოების ორგანული კანონის“ განხილვის პროცესის პოლიტიკურ მხარეზე ისაუბრა: „საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო აღნიშნულ კანონს, ამჟამად, პარლამენტი განიხილავს მას, რატომ დაადო პრეზიდენტმა ვეტო კანონს, ან როგორ გადაწყდება საკითხი პარლამენტის მიერ, ეს არის საკითხის პოლიტიკური მხარე და ამ პროცესებში სასამართლო ხელისუფლება არ ჩაერთვება. აქვე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ცვლილებების განხორციელებას.“

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე კომენტარი გააკეთა „საერთო სასამართლოების ორგანულ კანონში“ ვენეციის კომისიის დებულებების ასახვის მისეულ შეფასებაზე : „ საერთო სასამართლოების კანონში წარმოდგენილი დებულებები სრულად არ შეესაბამება ვენეციის კომისიის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს. ვფიქრობ, ასეთი პრეცედენტი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ, ნამდვილად არ გააძლიერებს საქართველოს მართლმსაჯულებას. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიზანი არ არის ხელოვნურად შევაფერხოთ ან გავაჭიანუროთ პროცესი. ნებისმიერი სისტემის გაუმჯობესება შეიძლება და მიმაჩნია, რომ ამ ცვლილებებს შორის არის ისეთი ნოვაციური დებულებები, რომლებიც ხელს შეუწყობს სასამართლოს საქმიანობის კიდევ უფრო მეტად გამართულ ფუნქციონირებას.“

კონსტანტინე კუბლაშვილმა საზოგადოებას ასევე მიაწოდა ინფორმაცია მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარებისთვის გათვალისწინებული სამუშაოების შესახებ. როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, 30 აპრილს 13 საათზე უზენაეს სასამართლოში ჩატარდება ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა, სადაც მოხდება სამდივნოს არჩევა. „სასამართლო ხელისუფლება დაელოდება კანონის მიღებასთან დაკავშირებული პროცესის საბოლოო დასრულებას და უზრუნველყოფს მოსამართლეთა კონფერენციის კანონით განსაზღვრულ ვადებში ჩატარებას, სადაც ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მოსამართლეები თავად აირჩევენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომლებიც საბჭოში თავიანთი საქმიანობით კიდევ უფრო შეუწყობენ ხელს სასამართლო ხელისუფლების საქმიანობის ეფექტურად განხორციელებას.“- განაცხადა ბრიფინგზე კონსტანტინე კუბლაშვილმა. 

ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა ღია იქნება და მასზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi