ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით...

venecia

ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოში ბრიფინგი გაიმართა

გამოქვეყნებულია: 18/03/2013

ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოში ბრიფინგი გაიმართა

2013 წლის 18 მარტს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, „საქართველოს პარლამენტი მალე განიხილავს კანონპროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ“ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. სასამართლო ხელისუფლებასთან კონსულტაციების შედეგად იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა ეს კანონპროექტი, რომელშიც მართალია ზუსტად არ არის ასახული ვენეციის კომისიის დასკვნა, მაგრამ, საერთო ჯამში, ჩვენ დაველოდებით კონსულტაციების შედეგად მიღწეული შეთანხმებული ვარიანტის  ასახვას  კანონში.“

კონსტანტინე კუბლაშვილმა  დღეს მედიას იმ  ძირითადი საკითხების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც სასამართლო ხელისუფლებას ჰქონდა ამ პროექტის პირველადი ვარიანტის მიმართ და რომელიც აისახა კიდეც ვენეციის კომისიის დასკვნაში.

როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, პროექტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მოსამართლეთა კონფერენცია აირჩევს, არჩევის უფლება ექნებათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებს, ასევე, კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებს, მხოლოდ იმ დათქმით, რომ სასამართლოს თავმჯდომარეს საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში აღარ ექნება უფლება, პარალელურად ახორციელებდეს მენეჯერულ ფუნქციას, ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს პალატებისა და კოლეგიის თავმჯდომარეების საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi