პრემიერ-მინისტრი სტუმრად სასამართლოში

shexvedra

პრემიერ-მინისტრი სტუმრად სასამართლოში

გამოქვეყნებულია: 06/03/2013

2013 წლის 6 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი პრემიერ- მინისტრს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარემ და პრემიერ- მინისტრმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრას საინტერესო უწოდა და აღნიშნა, რომ სასამართლოს თავმჯდომარე დღეს გაიცნო. 

“საზოგადოებამ უნდა ირწმუნოს, რომ სასამართლო არის სამართლიანი. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ რეფორმა აუცილებელია, ამისთვის ბატონ კოტეს გააჩნია მზაობა. Mმიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები ინიცირებულია იუსტიციის სამინისტროს და ახალი გუნდის მიერ, ამ რეფორმების 80%-ს თავმჯდომარეც ეთანხმება, მაგრამ გააჩნია კითხვებიც. Uუფრო კონკრეტულად კი სასამართლო რეფორმაზე საუბრისას ვერ ვიქნები პროფესიონალი.კარგად ვიცი ბატონი კოტეს ბიოგრაფია, წარსული და ვფიქრობ, მას აქვს საშუალება ღირსეულად დაასრულოს თავმჯდომარეობის ვადა და მაქსიმალურად დამოუკიდებელი და ობიექტური სასამართლო დარჩეს საქართველოში.”, - განაცხადა ივანიშვილმა. 

პრემიერ- მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე პრობლემებზეც ისაუბრეს. “არსებობს კითხვები წარსულისადმი, მაგრამ ძალიან ბევრი გაკეთდა სასამართლოში ამ დროის განმავლობაში და თავმჯდომარეს აქვს შეტანილი წვლილი ამ პოზიტივში. რაც მთავარია, ძირითად პრინციპებში ვთანხმდებით. ვერ შევთანხმდით იმაში, რამდენად ბევრია კითხვები დღევანდელი სასამართლოსადმი. სასამართლო რომ უნდა გახდეს მაქსიმალურად დამოუკიდებელი, ამაზე ორივე ვთანხმდებით. Mმე მას გარანტია მივეცი და შემიძლია გავიმეორო, რომ არ არსებობს ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ან კოალიციის ლიდერის ან ჩემი გუნდის მხრიდან, ვინმემ გაბედოს და ჰქონდეს მცდელობა იმისა, რომ სასამართლოზე ზეგავლენა მოახდინოს ან სასამართლო პროცესებში ჩაერიოს. ამაში დავარწმუნე ბატონი კოტე”, - განაცხადა ივანიშვილმა. 

ჟურნალისტების კითხვას, შეეხო თუ არა საუბარი კოტე კუბლაშვილის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს სიტყვაც კი არ უხსენებია.
“იმპიჩმენტის საკითხის მსგავსზე არაფერზე გვისაუბრია. ვისაუბრეთ მხოლოდ იმაზე, როგორ განვვითარდეთ და როგორ წავიდეთ წინ. სიტყვა იმპიჩმენტი არც წამოგვცდენია და ამის მსგავსი საუბარი არ გვქონია”, - აღნიშნა ივანიშვილმა. 

პრემიერ- მინისტრის შემდეგ კომენტარი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემაც გააკეთა. კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, ნებისმიერი შეხვედრა, რომელიც წაადგება სასამართლოს დამოუკიდებლობას, მისასალმებელია და ამაში ყოველთვის მივიღებთ მონაწილეობას.

სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს საკითხებზე, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოში სასამართლო იყოს უფრო მეტად და ძლიერად წარმოდგენილი - როგორც დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი სისტემა.
"ვისაუბრეთ ყველა იმ მიმართულებაზე, რაც ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებისგან არის გადმოდგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ სასამართლოს მიმართ იყვნენ სწორედ ისეთი, როგორიც უნდა იყოს ნებისმიერი ხელისუფლება. გადაწყვეტილებების ობიექტური შემფასებელი უნდა იყოს და ობიექტურად უყურებდეს სასამართლოს საქმიანობას არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაც, რათა სასამართლო იყოს,პირველ რიგში, თავისუფალი კორუფციისგან, თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკოსისგან, რომელიც არის ამ ქვეყანაში. მათ თავიანთი მოსაზრებები აქვთ, მაგრამ სასამართლოს დამოუკიდებლობას ეს ყველაფერი არ უნდა შეეხოს", - განმარტა კუბლაშვილმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მოიწონა სასამართლოს ინიციატივა, რომელიც პროკურორებთან, ადვოკატებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სასამართლო პრაქტიკის საკითხებზე მსჯელობას გულისხმობს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა „მართლმსაჯულების მუზეუმი“ დაათვალიერა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi