უზენაესი სასამართლო ფოთის საქალაქო...

gare xedi

უზენაესი სასამართლო ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პროკურატურაში განმეორებით დაბარების ფაქტს ეხმაურება

გამოქვეყნებულია: 27/02/2013

დღეს, 2013 წლის 27 თებერვალს ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს პროკურატურიდან ისევ მიუვიდა უწყება საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ პროკურატურის ეს ქმედება არაკონსტიტუციურად და უკანონოდ შეაფასა, პროკურატურა მაინც აგრძელებს ამ არაკონსტიტუციურ ქმედებას, ისევ უხეშად არღვევს მოსამართლის დამოუკიდებლობის კონსტიტუციით გარანტირებულ პრინციპებს და მოსამართლეს ანგარიშს სთხოვს იმ საქმეზე, რომელზეც მან გადაწყვეტილება გამოიტანა.

სასამართლო კიდევ ერთხელ ახსენებს პროკურატურას საქართველოს მთავარი კანონის, კონსტიტუციის 84 მუხლის მესამე ნაწილის შინაარს-არავის არ აქვს უფლება ანგარიში მოსთხოვოს მოსამართლეს კონკრეტულ საქმეზე.

სასამართლო მოუწოდებს პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს იხელმძღვანელონ კანონით და კონსტიტუციით, ხოლო სასამართლო თავის მხრივ ჰპირდება ამ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ ყველა დასაბუთებული და კანონიერი შუამდგომლობა ადექვატურად აისახება სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ხოლო ყველა კანონის დარღვევით წარმოდგენილი შუამდგომლობა მოსამართლის მხრიდან დამოუკიდებლად და კანონის შესაბამისად შეფასდება.

სასამართლო ხელისუფლება გამოთქვამს იმედს, რომ პროკურატურა გაითვალისწინებს ამ პოზიციას და სასამართლოსთან მათი ურთიერთობა მხოლოდ შეჯიბრებითობის და მოსამართლის ინსტიტუტის პატივისცემის პრინციპებზე იქნება აგებული.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi