სასამართლომ დაკავების წესის დარღვევის გამო...

batumis sasamarTlo

სასამართლომ დაკავების წესის დარღვევის გამო ბრალდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

გამოქვეყნებულია: 27/02/2013

2013 წლის 23 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაკავებულ ბრალდებულ რომან დიასამიძეს არ შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

რომან დიასამიძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რომლის მიხედვით ამ დანაშაულისათვის სამი ალტერნატიული ძირითადი სასჯელია გათვალისწინებული - ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და თავისუფლების აღკვეთა 01 წლამდე, ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

ბრალდებულ რომან დიასამიძისათვის დაკავებამდე უცნობი იყო, რომ გამოძიებამ იგი ამხილა ამ ქმედების ჩადენაში. დაკავებული პირის მიმართ პროკურორი აღკვეთის ღონისძიებად მოითხოვდა პატიმრობას.

სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი სანქციის პირობებში, ასევე იმ დროს როდესაც რომან დიასამიძე წარსულში ნასამართლევი არ არის, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და მან არ იცის, რომ გამოძიებამ იგი ამხილა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში, სასამართლო განჩინების გარეშე დაკავება მიმალვის საფრთხის ფორმალურად მითითებით ყოვლად დაუშვებელია და მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა გადაუდებელ შემთხვევაში რომან დიასამიძის დაკავების საფუძველი, რის გამოც დაკავება მიჩნეული იქნა კანონსაწინააღმდეგო ქმედებად და ბრალდებული დაუყონებლივ გათავისუფლდა.

დაკავების წესის დარღვევის გამო ბრალდებულს არ შეეფარდა არც ერთი აღკვეთის ღონისძიება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi