უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მთავარი...

kublashvili

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მთავარი პროკურორის ბრალდებებს უპასუხა

გამოქვეყნებულია: 26/02/2013

2013 წლის 26 თებერვალს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა მედიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ განუმარტა ბოლო დროს სასამართლო ხელისუფლების მიმართ წამოყენებული პრეტენზიების დაუსაბუთებლობა. 

კონსტანტინე კუბლაშვილმა ძირითადად ყურადღება გაამახვილა ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პროკურატურაში დაბარების ფაქტთან დაკავშირებით. „ეს ნიშნავს კონსტიტუციის დარღვევას, როცა მოსამართლეს იბარებენ და ჩვენებას სთხოვენ იმ საქმეზე, რომელზედაც მან განაჩენი დაადგინა. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გადის სამართლებრივი სივრციდან და ბრუნდება მე-19 საუკუნეში. არავის არ აქვს უფლება ანგარიში მოსთხოვოს მოსამართლეს იმ საქმეზე, რომელზეც მან გადაწყვეტილება გამოიტანა. ეს არის ყველა დემოკრატიული და სამართლებრივი ქვეყნის მთავარი პრინციპი და როცა საქართველოს პროკურატურა ამ პრინციპს არღვევს, ამას ვუწოდებ დაბრუნებას უკან, იქ საიდანაც უკვე ძალიან გაგვიჭირდება წინ, დემოკრატიული ღირებულებების მქონე ქვეყნად ჩამოყალიბება.“

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა იმ ორი მოსამართლის შესახებ, რომელთა იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ პროკურატურამ უარყოფითი დასკვა გამოაქვეყნა.
„პროკურატურა ამით ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევს. ამ უპასუხისმგებლო განცხადებით, პროკურატურა ეჭვის ქვეშ აყენებს იმ ასეულობით ადამიანის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომელზეც წლების მანძილზე ამ მოსამართლეებს უმსჯელიათ. ერთადერთი სწორი გზა არის ადმინისტრაციული დავა, რომელიც ისევ და ისევ ამ გადაწყვეტილებების მხარეებმა უნდა წარმოადგინონ. ეს არის ის გზა და ის პროცესი, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების ქვეყნის ხელისუფლებას უნდა ახასიათებდეს.“ განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა. 

ბრიფინგის ბოლოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მედიის მიერ დასმულ კითხვაზე, რომელიც ქალაქის მერის გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე უარის თქმას ეხებოდა, განაცხადა:
„ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ხოლო ვისაც არ მოსწონს ეს გადაწყვეტილება მან იგი ზემდგომ ინსტანციაში უნდა გაასაჩივროს. ალტერნატიული მიდგომა ამ საკითხისადმი არ არსებობს“- განაცხადა შეხვედრის ბოლოს კონსტანტინე კუბლაშვილმა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi