სასამართლო რეფორმის საკითხებზე უნივერსიტეტში...

shexvedra

სასამართლო რეფორმის საკითხებზე უნივერსიტეტში დისკუსია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 13/02/2013

2013 წლის 13 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „სასამართლო ხელისუფლების გამოწვევები - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება“.

მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი,საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტების პროფესორები, სამართლის დარგის მეცნიერები, მოსამართლეები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა „საერთო სასამართლოების“ კანონით არის დარეგულირებული. იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონში ცვლილებების პაკეტი პარლამენტს წარუდგინა დასამტკიცებლად, თუმცა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნამდე პარლამენტში კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია. კანონპროექტის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს იურიდიულ წრეებში. აღნიშნული დისკუსიაც ამ ფორმატში გაიმართა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi