შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის...

elchebi

შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია: 05/02/2013

2013 წლის 5 თებერვალს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს შეხვდა.

კონსტანტინე კუბლაშვილმა მოწვეულ სტუმრებს გააცნო სასამართლო ხელისუფლების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასა და სტაბილურობას. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დიპლომატიურ კორპუსს გააცნო ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომელსაც სასამართლო ხელისუფლება გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად გაზრდის მიზნით გეგმავს. 

ამ მიმართულებით, 2013 წლის პირველ ნახევარში იგეგმება უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების ინტეგრირება, უკვე მოქმედ სასამართლო საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში. აღნიშნული ელექტრონული პროგრამა საშუალებას აძლევს როგორც მოსამართლეს, ასევე საქმეში მონაწილე მხარეებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს, თვალყური ადევნონ მიმდინარე საქმეებს საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. 

კონსტანტინე კუბლაშვილმა ასევე ისაუბრა ახალი ინიციატივის - თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის შესახებ.

აღნიშნულმა ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესში საზოგადოებრივი ჯგუფების უშუალო ჩართულობა. აღნიშნული ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულება სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხის ზრდა იქნება. 

კონსტანტინე კუბლაშვილმა უპასუხა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლთა შეკითხვებსაც. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს „მართლმსაჯულების მუზეუმი“.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi