უზენაესმა სასამართლომ პატიმრები დარბაზიდან...

gatavisufleba

უზენაესმა სასამართლომ პატიმრები დარბაზიდან გაათავისუფლა

გამოქვეყნებულია: 28/12/2012

2012 წლის 26 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან ორი პატიმარი გათავისუფლდა. საქმეებზე წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად მსჯავრდებულ შალვა წერედიანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულ ამირან სიხარულიძის საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა. ორივე მსჯავრდებული სასამართლომ სხდომათა დაბრაზიდან გაათავისუფლა.

მსჯარდებულ ამირან სიხარულიძეს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების განაჩენით ბრალი დაედო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რისთვისაც მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

მსჯავრდებულმა საკასაციო საჩივრით მიმართა უზენაეს სასამართლოს და ითხოვა განაჩენის გაუქმება და გამართლება. უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა საქმის მასალებზე, ამირან სიხარულიძე წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო და იგი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. 

იმავე დღეს უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებულ შალვა წერედიანის საქმის შესახებაც იმსჯელა. ქვედა ინსტანციების სასამართლოების განაჩენით წერედიანს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობაში. მას სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსჯავრდებული ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და მისი ქმედების გადაკვალიფიცირებას. 

სასამართლომ ზეპირი მოსმენით იმსჯელა წარმოდგენილ საქმის მასალებზე და დაადგინა, რომ წერედიანმა ჩაიდინა არა განზრახ მკვლელობის მცდელობა, არამედ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით და მან დაზარალებულს დაზიანებები მიაყენა თავდაცვის მიზნით, თავდასხმის დროს გადააცილა თავდაცვის ხარისხს, აუცილებელი მოგერიების ფარგლებს. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, წერედიანს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 23 მარტიდან, გამოთვლის შესაბამისად, მას დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi