უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება

kublashvili

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება

გამოქვეყნებულია: 21/12/2012

2012 წლის 21 დეკემბერს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ მოვლენებთან დაკავშირებით მედიისთვის განცხადება გააკეთა.

კონსტანტინე კუბლაშვილმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ შეაფასა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტი. განცხადების გაკეთებამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პირადად შეხვდა მოსამართლის თანაშემწეს და მადლობა გადაუხადა მას გამბედაობისა და მოვალეობის პირნათლად შესრულებისათვის: 

„ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო გამეცნო ადამიანი, რომელმაც დაიცვა სასამართლოს ღირსება და პრესტიჟი, არ შეუშინდა იძულებას და ამის თაობაზე ხმამაღლა განაცხადა. მე მას დიდი მადლობა გადავუხადე და ასევე აღვუთქვი მომავალში მხარდაჭერა, რომ დაცული იქნება მისი უსაფრთხოება. ასევე ველით, რომ ეს საქმე ძალიან დეტალურად იქნება გამოძიებული და დადგენილნი იქნებიან ის პირები, რომლებიც სასამართლოს წინააღმდეგ ახორციელებდნენ მსგავს ქმედებას“. 

კონსტანტინე კუბლაშვილმა ასევე ისაუბრა იმ რეგულაციების დახვეწის შესახებ, რომელიც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით გაცემულ სასამართლო ბრძანებებს შეეხება. 

„ჩვენ გვინდა უფრო მეტად დავხვეწოთ, დავაზუსტოთ და უფრო მაღალი სტანდარტი შევქმნათ იმ სასამართლო ბრძანებებთან დაკავშირებით, რომელიც საგამოძიებო ორგანოებს აძლევს უფლებას, მოუსმინონ კონკრეტულ პირებს. ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ზაზა მეიშვილის ხელმძღვანელობით, ჯგუფში შევლენ ასევე ის მოსამართლეები, რომლებსაც ამ სპეციალური ბრძანების გაცემის დიდი გამოცდილება აქვთ. ამ საკითხთან მიმართებაში მაღალი სტანდარტის დაწესების მიზანია, როგორც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განმახორციელებელ ორგანოთა საქმიანობის ეფექტურად განხორციელება, რადგან მათი ფუნქცია დანაშაულისა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაა, ასევე, სწორედ მაღალი სტანდარტით დაცული უნდა იყოს როგორც რიგითი მოქალაქეების უფლებები, ასევე იმ პირთა უფლებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული იმუნიტეტით სარგებლობენ. ეს ორი ინტერესი ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა იყოს და შესაბამისად, ასახული ნებისმიერი ამ სახის ბრძანების გაცემის დროს“- განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi