დისკუსია სასამართლო თემატიკაზე

diskusia

დისკუსია სასამართლო თემატიკაზე

გამოქვეყნებულია: 11/12/2012

2013 წლის 11 დეკემბერს სასტურმო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული დისკუსია თემაზე „საქართველოს სასამართლო სისტემა-არსებული გამოწვევები, სამომავლო გეგმები“.

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის წევრები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოში მოქმედი ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, სასამართლო დიდ ნაწილში იზიარებს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, თუმცა აქვს გარკვეული კრიტიკული შენიშვნებიც, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებასთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადის შეწყვეტასთან დაკავშირებით. 

დისკუსიაზე მოსამართლეთა ასოციაციის წევრებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად იმსჯელეს სასამართლო სისტემაში დღეს არსებულ პრობლემატიკაზე და შეაფასეს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi