პრესკონფერენცია უზენაეს სასამართლოში

preskonferencia

პრესკონფერენცია უზენაეს სასამართლოში

გამოქვეყნებულია: 29/11/2012

2012 წლის 29 ნოემბერს უზენაეს სასამართლოში გამართულ პრესკონფერენციაზე კონსტანტინე კუბლაშვილმა მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა. კონფერენციის დასაწყისში კონსტანტინე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს 2012 წელს საერთო სასამართლოების საქმიანობის ძირითადი მონაცემები გააცნო. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე 2013 წლის პრიორიტეტების შესახებ. 

როგორც კონსტანტინე კუბლაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, 2013 წელს სისტემის ძირითადი პრიორიტეტი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის მექანიზმების ამოქმედებასა და ელექტრონული საქმის წარმოების სისტემების დანერგვა იქნება. 

„უკვე მიმდინარე წელს, პირველი ინსტანციის სასამართლოებში მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება საქმეთა ელექტრონულ ფორმატში ჩაწერა და მხარეებს საშუალება ექნებათ, პროცესის დასრულებისთანავე მიიღონ საქმის ოქმი ელექტრონული სიდის სახით. ხოლო 2013 წლის მარტში სასამართლოში საქმეთა შემოსვლა ელექტრონულ ფორმატში იქნება შესაძლებელი. როგორც ადვოკატებს, ასევე სახელმწიფო უწყებებს შეეძლებათ სარჩელები და განცხადებები ელექტრონულად გადმოაგზავნონ სასამართლოში, ასევე ამ პროგრამაში ჩაერთვება პროკურატურაც.“ -განაცხადა პრესკონფერენციაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

კონსტანტინე კუბლაშვილმა უპასუხა მედიის მიერ დასმულ შეკითხვებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტებს, სასამართლოში ტელეგადაღების დაშვებას და ამნისტიის კანონპროექტს შეეხებოდა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi