უზენაესი სასამართლოს განცხადება

gare xedi

უზენაესი სასამართლოს განცხადება

გამოქვეყნებულია: 28/11/2012

უზენაესი სასამართლო ეხმაურება იუსტიციის მინისტრის ქალბატონ თეა წულუკიანის იმ განცხადებას, რომელშიც მინისტრი სასამართლო ხელისუფლებას კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობისკენ მოუწოდებს.

მინისტრის ამ განცხადებას საფუძვლად დაედო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელმოწერით ევროპის საბჭოში გაგზავნილი წერილი, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვენეციის კომისიას სთხოვდა საკუთარი დასკვნა წარმოედგინა იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ იყო ინიცირებული და რომელიც სასამართლო სისტემის სტრუქტურულ რეფორმირებას ითვალისწინებს.

უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული წერილი ევროპის საბჭოში გაიგზავნა ევროპის საბჭოს ადგილობრივი წარმომადგენლობისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. ევროპის საბჭომ, კონკრეტულად კი, ვენეციის კომისიამ, 2005 წლიდან დღემდე დიდი წვლილი შეიტანა სასამართლოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაში და სწორედ მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით დაიხვეწა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი გახდა ჩვენი კანონმდებლობა.

რაც შეეხება, შეთანხმებული და კოორდინირებული მუშაობისკენ მოწოდებას. სასამართლო ხელისუფლება მზადაა ასეთი თანამშრომლობისთვის სასამართლო რეფორმის წარმატებით დასრულებისა და მართლმსაჯულების წინაშე წამოჭრილი ახალი გამოწვევების ერთობლივი ძალისხმევით გადასალახად.

ევროპის საბჭო, და კონკრეტულად ვენეციის კომისია, საქართველოს სახელმწიფოს დიდი ხნის საქმიანი და კეთლგანწყობილი პარტნიორია და სასამართლო ხელისუფლება მომავალშიც კანონისა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გააგრძელებს ამ ურთიერთობას.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi