ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი...

qutasisi sasamartlo

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი

გამოქვეყნებულია: 16/11/2012

2012 წლის 16 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს სპიკერმა ნათია ცხადაიამ მედიისთვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშვირებასთან კომენტარი გააკეთა.

სპიკერის განცხადების თანახმად, 2012 წლის 16 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ელიზბარ ბანძელაძე წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა და სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.

ელიზბარ ბანძელაძეს ბრალად ედებოდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენა, ფლობა და განკარგვა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ჯარიმას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა პირის ბრალეულობას შერაცხულ დანაშაულში. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ბრალდებულმა იცოდა, რომ ნივთი ნაქურდალი იყო. პროცესის განმავლობაში ბრალდებული არ ცნობდა თავს დამნაშავედ და იყენებდა დუმილის უფლებას. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე შეკრებილი მასალების განხილვის შედეგად ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნია და იგი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ეს იყო რიგით მეცხრე გამამართლებელი განაჩენი 15 პირის მიმართ 2012 წლის განმავლობაში, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა. საერთო ჯამში, კი სულ საქართველოს საერთო სასამართლოებმა მიმდინარე წლის 10 თვის მანძილზე 112 პირის მიმართ დაადგინეს გამამართლებელი განაჩენი, რაც არსებითად განხილული საქმეების 9,3 პროცენტს შეადგენს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi