სასამართლოს განცხადება

logo

სასამართლოს განცხადება

გამოქვეყნებულია: 19/10/2012

2012 წლის 19 ოქტომბერს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ ბესარიონ ბუგიანიშვილმა „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კომუნიკაციის წესის“ დარღვევის შესახებ განკარგულება გამოსცა. 

განკარგულებას საფუძვლად ედო მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილის წერილობითი შეტყობინება, სადაც მოსამართლე მიიჩნევდა, რომ დაირღვა „საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესი“. მოსამართლის განმარტებით, 2012 წლის 5 ოქტომბერს, დილის 8 საათზე მასთან სახლში მივიდა უცხო პიროვნება, რომელიც გაეცნო მიხეილ ჩომახაშვილად და დაუწყო საუბარი ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც იხილებოდა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში იმავე დღის 10 საათზე. დავის საგანი გახლდათ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების ბათილად ცნობა. საქმეში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო მოპასუხე გახლდათ N26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია, მესამე პირი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა ხაჭაპურიძე. 

სასამართლომ განიხილა როგორც მოსამართლის წერილობითი შეტყობინება, ასევე მოუსმინა მიხეილ ჩომახაშვილის ახსნა-განმარტებას, სადაც იგი ადასტურებდა, რომ იმყოფებოდა მოსამართლესთან სახლში, მაგრამ განმარტავდა, რომ მის მიზანს წარმოადგენდა, არა განსახილველ საქმესთან დაკავშირებული საუბარი, არამედ ბინის დაქირავება. 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიხეილ ჩომახაშვილი არის „ქართული ოცნების“ აქტივისტი და შესაბამისად, იგი წარმოადგენს განსახილველი საქმის შედეგით დაინტერესებულ პირს. სასამართლომ არ გაიზიარა მიხეილ ჩომახაშვილის განმარტება, რომ იგი დილის 8 საათზე მოსამართლესთან სახლში იყო მისული ბინის დაქირავების საკითხის გასარკვევად, მითუმეტეს, რომ აღნიშნული ვიზიტი რამდენიმე საათით წინ უსწრებდა სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვას.
სასამართლომ გაითვალისწინა საქმესთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულება და აღნიშნული ფაქტი ჩათვალა მოსამართლესთან კომუნიკაციის წესის დარღვევად.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულების თანახმად, მიხეილ ჩომახაშვილი დაჯარიმდა 2000 ლარით.

სასამართლო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს დაიცვას კანონი. 

სასამართლო ხელისუფლების მიმართ გამოთქმული ნებისმიერი განცხადება, რომელიც შეიცავს ზეწოლის და შანტაჟის ნიშნებს, შეფასდება სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელებისათვის ხელის შეშლად და მოსამართლის საქმიანობაში უხეშ ჩარევად.

ჩვენი სურვილია, თანამშრომლობა და არა კონფრონტაცია, იმედი გვაქვს, რომ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება გააცნობიერებს სასამართლოს პოლიტიკური პროცესებისგან დამოუკიდებლობის მნიშვნელობას და ჩვენ, ყველანი ერთად ხელს შევუწყობთ სასამართლო სისტემის უფრო მეტად გაძლიერებას.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi