კონკურსი საქართველოს უზენაეს სასამართლოში

staj

კონკურსი საქართველოს უზენაეს სასამართლოში

გამოქვეყნებულია: 03/05/2011

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლო აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მიღებაზე. სტაჟირება გრძელდება 6 თვიდან 1 წლამდე, შრომის ანაზღაურების გარეშე. სტაჟირების პირველადი ვადაა 6 თვე. 

პირველადი ვადის ამოწურვისას, სტაჟიორი გაივლის გასაუბრებას სტაჟირების კომისიის წინაშე. კომისია გასაუბრების შედეგების მიხედვით წყვეტს სტაჟირების ვადის კიდევ 6 თვით გაგრძელების საკითხს. სტაჟირების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.
კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს იურისტის კვალიფიკაცია, ასევე, იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა კურსის სტუდენტი.

კონკურსი დაიწყება 2011 წლის 30 მაისიდან და კონკურსის შედეგად შეირჩევა არა უმეტეს 40 სტაჟიორი, რომლებიც სტაჟირებას გაივლიან:
1. სამოქალაქო საქმეთა პალატაში;
2. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში;
3. სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში;
4. სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებაში.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
კანდიდატს, კომპიუტერთან მუშაობის სამომხმარებლო დონეზე ცოდნასთან ერთად, განაცხადში მითითებული სპეციალიზაციის გათვალისწინებით, მოეთხოვება შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
გ) ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენცია;
ვ) საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
თ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

დაინტერესებულმა პირებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკონკურსო კომისიის სამდივნოში /მის: ძმ. ზუბალაშვილების ქ.32 ტელ: 93 12 62/ უნდა წარადგინონ:

1. სტაჟირების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის განაცხადი (გაიცემა ადგილზე);
2. ავტობიოგრაფია;
3. ერთი ფოტოსურათი ზომით ¾3/4;
4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
5. დიპლომის ასლი (ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან).

დოკუმენტაციის წარდგენის ვადა განისაზღვრება განცხადების გამოქვეყნებიდან 2 კვირის ვადით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, (შაბათ-კვირის გარდა).

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi