ინფორმაცია საარჩევნო დავების შესახებ

arCevnebi

ინფორმაცია საარჩევნო დავების შესახებ

გამოქვეყნებულია: 15/10/2012

2012 წლის 15 ოქტომბერს, უზენაეს სასამართლოში საარჩევნო დავების შესახებ სპიკერმა-მოსამართლე ნინო ქადაგიძემ ბრიფინგი გამართა.

სპიკერ-მოსამართლის განცხადებით:

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული დავების ძირითადი ნაწილის განხილვა დღეის მდგომარეობით დასრულებულია.

საერთო ჯამში სასამართლოებში 1 ოქტომბრის შემდგომ შემოსული 70 სარჩელიდან 25% (18 სარჩელი) დაკმაყოფილდა სრულად ან ნაწილობრივ, 1 სარჩელს მიღებაზე ეთქვა უარი, 7 სარჩელი დარჩა განუხილველი კანონით განსაზღვრული ვადის გაშვების გამო ან იმ მოტივით, რომ სარჩელი წარდგენილი იყო არასათანადო პირის მიერ. 1 შემთხვევაში შეწდა საქმის წარმოება დავის არარსებობის გამო. სარჩელების დაახლოებით 61% (43 სარჩელი) არ დაკმაყოფილდა სარჩელში მითითებული გარემოებების დაუსაბუთებლობის ან დაუდასტურებლობის მოტივით.

სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი 11 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი. მათ შორის ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქის 1, 2, 3, 8, 9, 10, 13, 45 და 46 უბნების შემაჯამებელი ოქმები; ბოლნისის 23-ე საარჩევნო ოლქის 57-ე უბნის შემაჯამებელი ოქმი, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიას დაევალა ბიულეტენების ხელახლა გადათვლა, ხოლო რაც შეეხება საგარეჯოს მე-11 ოლქის №49 საარჩენო უბანს, აღნიშნულში ბათილად იქნა ცნობილი მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნებების შედეგები და აქაც საარჩევნო კომისიას დაევალა ბიულეტენების ხელახლი გადათვლის გზით ახალი შემაჯამებელი ოქნის შედგენა.

საგულისხმოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილული 70 საქმიდან სააპელაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ 36 საქმე.

მოგეხსენებათ, რომ სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილ უბნებში გუშინ 14 ოქტომბერს ჩატარდა განმეორებითი არჩევნები, რომელთან დაკავშირებითაც ამ მომენტისათვის სარჩელი სასამართლოში შემოსული არ არის.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi