იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრი...

ilona todua

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრი დაინიშნა

გამოქვეყნებულია: 12/10/2012

2012 წლის 12 ოქტომბერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საზოგადოებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი წარუდგინა.

ადმინისტრაციული კომიტეტის გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მოსამართლე ილონა თოდუა დაინიშნა. 

ილონა თოდუა 1977 წელს დაიბადა ქ. სოხუმში.

1999-2003 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურაში, არის დოქტორანტი და მუშაობს სადისერტაციო თემაზე.
ილონა თოდუა სამოსამართლეო უფლებამოსილებას ახორციელებს 2007 წლიდან. იგი არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

სამოსამართლეო საქმიანობის პარალელურად იგი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელი ორგანოა, რომელიც ხელს უწყობს სასამართლო სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებას. საბჭოს 15 წევრიდან 9 მოსამართლეა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi