უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ელჩებს...

elchebi

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ელჩებს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 05/10/2012

2012 წლის 5 ოქტომბერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

კონსტანტინე კუბლაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ჰოლანდიის, ესპანეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის ელჩებსა და საფრანგეთის ელჩის მოადგილეს სასამართლო სისტემაში მიმდინარე სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ელჩებს ინფორმაცია მიაწოდა აგრეთვე, გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან მუქარის შესახებაც.

„სასამართლო სისტემა აგრძელებს მუშაობას ჩვეულებრივ რიტმში. ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისგან“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi