უზენაესი სასამართლოს განცხადება

garexedi

უზენაესი სასამართლოს განცხადება

გამოქვეყნებულია: 05/04/2011

ბოლო ორი დღის მანძილზე უზენაესი სასამართლოს წინ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა თუ ამ პარტიებს მიკუთვნებულ ადვოკატთა საპროტესტო აქციები იმართება.
მომიტინგეების მოთხოვნები და "ქცევის წესები" ერთნაირია: შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, პოლიტიკოსისა თუ ადვოკატისთვის შეუფერებელი ქცევა და ზოგადი, თეატრალიზებული ლოზუნგებით საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მცდელობა. აქციის მონაწილეების მიზანს წარმოადგენს სასამართლოსა და კონკრეტულად მათთვის საინტერესო საქმის განმხილველ მოსამართლეზე ზეწოლის მცდელობა. 

უზენაესი სასამართლო კიდევ ერთხელ კატეგორიულად აცხადებს, რომ მსგავსი აქციებით მისი მონაწილეები სასამართლოზე ზემოქმედებას ვერ შეძლებენ. სასამართლო ყოველთვის იხელმძღვანელებს მხოლოდ კანონით და ამასვე მოუწოდებს იმ ადვოკატებს, რომლებიც ამ აქციებში მონაწილეობით და წინასწარი შეურაცხმყოფელი ვარაუდების გამოთქმით არღვევენ ადვოკატის ეთიკის კოდექსსაც. "სამართლიანი სასამართლოს" უფლება სასამართლოს ისტორიული შენობისთვის კვერცხების სროლით არ მიიღწევა. ეს უფლება თითოეული ადვოკატის მიერ პროცესზე მაღალპროფესიული დაცვით მიიღწევა და არა საკუთარი კლიენტის ინტერესების მანიპულირებით და მარცხის სხვაზე გადაბრალებით.
სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე მიიღწევა ზედა ინსტანციებში გასაჩივრებით. 

სწორედ, ის ადვოკატები აღწევენ შედეგს, რომლებიც არ არღვევენ ადვოკატის ეთიკის წესებს, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და მხოლოდ სამართლებრივი გზით აღწევენ მიზანს. ამ კატეგორიის ადვოკატთა მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებების 25-30 პროცენტი კი სააპელაციო სასამართლოებში განსასჯელების სასარგებლოდ სრულდება.

ადვოკატები არ უნდა იყვნენ დაინტერესებულნი მხოლოდ ფინანსებით. საჩივრის დაწერის დროს ისინი სასამართლოს პრაქტიკას უნდა იცნობდნენ და სააპელაციო თუ საკასაციო საჩივრებს დასაბუთებულად უნდა წერდნენ. ხოლო თუკი რომელიმე ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოსამართლის ბრალეულ ქმედებას ხედავს, ამ შემთხვევაში სამართლებრივი გზა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის მიმართვაა, რომელიც შეისწავლის მოსამართლის ქმედებას და კომპეტენტურ გადაწვეტილებას მიიღებს. 

ასეთი წესები არსებობს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში და იქ ადვოკატები ამ წესებს ემორჩილებიან, რადგან ისინი უფრთხილდებიან საკუთარ პროფესიულ იმიჯს და რეპუტაციას. ადვოკატი, რომელიც სასამართლოს შეურაცხყოფით საკუთარი კარიერის აწყობას და კლიენტის მოზიდვას ცდილობს, თავიდანვე განწირულია პროფესიული მარცხისთვის. ასეთმა ადვოკატებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გააკეთონ არჩევანი _ ან სამართლებრივი და კანონიერი საქმიანობა კლიენტის უფლებების დასაცავად, ან პოლიტიკური მოძრაობის წევრობა და ქუჩის აქციები. უზენაესი სასამართლო ყველას გასაგონად აცხადებს, რომ სასამართლო არის ადგილი, სადაც მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მხოლოდ მტკიცებულებების, მხოლოდ კანონისა და მხოლოდ საკუთარი პოზიციის უკეთ წარმოსაჩენად. სასამართლო იკვლევს ამ პოზიციებს და უკეთესი სამართლებრივი მდგომარეობის მქონე მხარე იმარჯვებს. 

ვერანაირი აქციები და ზეწოლა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ვერ იმოქმედებს. აქედან გამომდინარე, აქციის მონაწილე ადვოკატებს ვურჩევთ, საკუთარი პოზიციების დასაცავად მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო დარბაზები გამოიყენონ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi